„სტრატეგია აღმაშენებელი“ -  ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით - ივანიშვილმა კიდევ ერთი უკანონობა და დანაშაული დაამატა საკუთარ სიას

ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ "ქართული ოცნების" რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით. ეს არის სისუსტის ნიშანი.

ასე ეხმაურება პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.

პარტიის განცხადებით, ვერანაირი დაკავებები, გატაცებები და სხვა სახის ძალადობა ვერ შეაჩერებს თავისუფლებისა და საქართველოს დაცული მომავლისკენ მისწრაფებას.

„პირველად დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე, შემდეგ - ნიკა მელია, სხვა ლიდერებზე აღძრულია საქმეები - ეს არის გათვლილი კამპანია რეპრესიებით ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.

ივანიშვილმა კიდევ ერთი უკანონობა და დანაშაული დაამატა საკუთარ სიას. ის პირადად არის პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ უკანონობასა და ძალადობაზე.

საკუთარ ხალხთან ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული სტრატეგია.

ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას და ამ ვითარებაში საჭიროა ერთიანობა.

ვერანაირი დაკავებები, გატაცებები და სხვა სახის ძალადობა ვერ შეაჩერებს ჩვენს მისწრაფებას თავისუფლებისა და საქართველოს დაცული მომავლისკენ", - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს