ლევან სამუშია - ნიკა მელია გაიტაცეს გირაოს ვადის ამოწურვამდე

ნიკა მელია გაიტაცეს გირაოს ვადის ამოწურვამდე, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

ის სოლიდარობას უცხადებს "პოლიტიკურ პატიმრებს".

"სამართლებრივად მას არ მიეცა შესაძლებლობა სრულყოფილად ესარგებლა ამ ვადით. კანონისათვის მნიშვნელობა არ აქვს, აპირებდა თუ არა გირაოს გადახდას. მისთვის მიცემული ვადა ხელშეუხებელია და ამ ვადით სარგებლობის შესაძლებლობის მოსპობა, თუნდაც 3 საათი იყოს დარჩენილი, არ შეიძლება ჩაითვალოს შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების(გირაოს) დარღვევად.

სამართლებრივად, სასამართლოს უფლება არ აქვს ხვალ, ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალოს. თუმცა სასამართლო რომ არ არსებობს და ის ოკუპირებულია, ეს მთავარი ფაქტორია.

თავისუფლება პოლიტიკურ ტყვეებს!", - წერს სამუშია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს