გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“

„რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, „რენიუს“ გამორჩეული ხაზი, პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთული რეკონსტრუქციული პროცედურების ჩატარებაა.

„რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“ პაციენტებს სთავაზობს სხვადასხვა პლასტიკურ - რინოპლასტიკა; მკერდის აუგმენტაცია (გადიდება); მკერდის აწევა და დაპატარავება; ლიპოსაქცია და ლიპოსკულპტურა; აბდომინო (მუცლის) პლასტიკა; სახის დაჭიმვა და რეკონსტრუქციულ ქირურგიას - მკერდის რეკონსტრუქცია; ნაფლეთების ქირურგია და სხვა. ასევე ტერფის ქირურგია (მათ შორის ვალგუსური დეფორმაციის კორექცია), ფლებოლოგია (ვენების დაავადებების მკურნალობა), ლიმფური გზების ქირურგია; ესთეტიკურ მედიცინას - ძაფებით სახის მოდელირება, ინექციური და არაინექციური კოსმეტოლოგია და სხვა.

კლინიკაში „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“ შესაძლებელია ისეთი პროცედურების ჩატარება, როგორიც არის ქსანტომის მოშორება ლაზერული და ქირურგიული მეთოდით პაპილომების მოშორება ლაზერით, კეთილთვისებიანი ხალების მოშორება ქირურგიული და ლაზერული მეთოდით და სხვა.

ამ ყველაფრის მაღალი ხარისხით მიწოდებაში კი, „რენიუში“ მოწინავე ტექნოლოგიებთან ერთად, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი, ლაშა ოსეფაიშვილი, ეკა ბეროზაშვილი და მათი პროფესიონალთა გუნდი უმაღლესი სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფს.

„საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში, არ არსებობს ისეთი ცენტრი, სადაც ესთეტიკურ ქირურგიასთან ერთად რთული ინოვაციური პლასტიკური რეკონსტრუქციული პროცედურები ტარდება. სწორედ ეს ხდის ჩვენს კლინიკას გამორჩეულს", - აცხადებს „რენიუს“ დამფუძნებელი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი ლაშა ოსეფაიშვილი.

მისამართი: გიორგი ტერევერკოს 1 შესახვევი #1

სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი: 10:00 // 20:00

ტელ: 597 03 03 00

FB: https://www.facebook.com/profile.php?id=61575044672140

Insta: https://www.instagram.com/renew_lashaosepaishvili?igsh=MWJhc3FjZ3lwM21tag==

(R)

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის