ირაკლი კობახიძე - გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე

გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რყევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი ორიენტირებულია კონკურენციის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობაზე, გაზრდილია ბიზნეს სესხების რაოდენობა, რაც მეტ ინვესტიციას, ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.

„ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და წლიდან წლამდე ვითარდება, სისტემის აქტივები თითქმის 100 მილიარდ ლარს აღწევს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია.

ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსოს სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციების, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე იცავენ ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლი ფასდაუდებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოს, განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, სწორედ მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქართული ლარი არის სტაბილური, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებას. მინდა, მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლარის 30 წლოვან იუბილეს და მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება