სალომე ზურაბიშვილი - სენატორ დეინსს შევხვდი, ის თბილისში მხოლოდ ჩვენ შეგვხვდა, ოპოზიციას და ეს მნიშვნელოვანია - მოისმინა ქვეყნის შიდა საკითხებისა და სტრატეგიული გამოწვევის შესახებ, რაც ამერიკისთვის რეგიონსა და საქართველოში არსებობს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით, ის საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორს, სტივ დეინს შეხვდა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სენატორს ქვეყანაში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„დღეს მე პლატფორმის სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი, რესპუბლიკელი, კავკასიაში არის ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე, არის აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა სწორედ აქაური არამხოლოდ შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე, სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც ამერიკიდან დიდ ყურადღებას მოითხოვს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს და მას დაგეგმილი აქვს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა