ნათია თურნავა - ლარი ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა

გასული სამი ათწლეული იყო როგორც მიღწევებით, ასევე გამოწვევებით სავსე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ლარმა შეასრულა თავისი მთავარი ფუნქცია – ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება.

საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლარი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა და მის შექმნას წინ ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორია უძღოდა.

„1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალობაზე დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად-საკრედიტო სისტემას. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან კი ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა,“ - განაცხადა მან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება