პაატა მანჯგალაძე - რეჟიმს ჩვენ არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით უნდა მივეხმაროთ და არც იმით, რომ ყველა ლიდერი, რაც შეიძლება მალე იზოლირებული იყოს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვდებიან თუ არა სენატორს? - არ ვიცი, ისინი ჩვეულებრივი გიჟები არიან, პროგნოზს ვერ გააკეთებ - ტრაგედია ის კი არ არის, რომ ვიღაცა ვიღაცას ხვდება ან არ ხვდება, არამედ მთავარია ამ ყველაფრით საქართველო არ დაზიანდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორის სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, სენატორი საქართველოში მიმდინარე ამბებით არის დაინტერესებული.

„სენატორის ვიზიტი ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. სენატორი საგარეო კომიტეტს წარმოადგენს, ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტრამპის პარტიას წარმოადგენს, ანუ ტრამპის წარმომადგენელია. ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“ შეხვედრა გვქონდა. სენატორი საქართველოში მიმდინარე ამბებით არის დაინტერესებული. ყველა ჩვენს გარშემო ხედავს, რომ კანონიერი გზებით, საშუალებებით რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება არ შეუძლია. ის ყოველ დღე კანონის, კონსტიტუციის დადგენილ ჩარჩოს არღვევს. ბიძინა ივანიშვილის რეესტრში ახალ-ახალი დანაშაულები ეწერება. ამის მაგალითია ნიკა მელიას გატაცება.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს არ ყოფილა. ეს არის ტრაგედია. არაღიარების ფლაგმანი, ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი საქართველოში არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩინეთიც კი ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას, ასევე რუსეთიც ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებას და ახლა ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩს საქართველოში ემალება, ცოტა ჩემთვის გაუგებარია. შეხვდებიან თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები [სენატორს]? - არ ვიცი, ისინი ჩვეულებრივი გიჟები არიან, პროგნოზს ვერ გააკეთებ. ტრაგედია ის კი არ არის, რომ ვიღაცა ვიღაცას ხვდება ან არ ხვდება, არამედ მთავარია ამ ყველაფრით საქართველო არ დაზიანდეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გარდა ამისა, მანჯგალაძე გადაცემაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიზანია, რაც შეიძლება მალე ლიდერების იზოლაცია მოახდინოს, „რათა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნების წინ გზა გაიკაფოს“.

„არანაირი ხაზი სტრატეგიული შერკინების გირაოზე არ გადის. შერკინების ხაზი გადის რამდენად აქტიურები ვართ წინააღმდეგობის მდგომარეობაში და რამდენად მზად ვართ იმისთვის, რომ ყველაფერი თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის გავიღოთ. რეჟიმის ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მალე ლიდერების იზოლაცია მოახდინოს, რათა ე.წ. თვითმმართველობის არჩევნების წინ გზა გაიკაფოს, ჩვენ არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით უნდა მივეხმაროთ და არც იმით უნდა მივეხმაროთ, რომ ყველა ლიდერი, რაც შეიძლება მალე იზოლირებული იყოს“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან