28 მაისს მენსტრუალური ჰიგიენის დღე აღინიშნება

28 მაისი მენსტრუალური ჰიგიენის დღეა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ზრუნავს მენსტრუალური ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მხარდაჭერაზე მთელ მსოფლიოში.

„ეს დღე აღინიშნება ყოველი წლის მეხუთე თვის 28-ე დღეს, რადგან მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა საშუალოდ სწორედ 28 დღეს შეადგენს და დაახლოებით 5 დღეს გრძელდება.

მსოფლიოში, ყოველთვიურად 1.8 მილიარდ ადამიანს აქვს მენსტრუაცია. თუმცა, საზოგადოებაში ამაზე ხმამაღლა საუბარი კვლავ არ არის მიღებული. მენსტრუაციის დროს, ქალებსა და გოგოებს სჭირდებათ განსაკუთრებული სიმშვიდე, ზრუნვა, მხარდაჭერა და წვდომა ჰიგიენის ყველა პროდუქტზე, რაც მათ განწყობებსა და ფიზიკურ თუ მენტალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), როგორც გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო, ზრუნავს მენსტრუალური ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მხარდაჭერაზე მთელ მსოფლიოში.

მენსტრუალურ ჯანმრთელობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველლსაყოფად. მნიშვნელოვანია, რომ სკოლეში, კერძო და საჯარო დაწესებულებებში ადამიანებს შეეძლოთ მენსტრუაციის მართვა ღირსეულად - სანიტარული ნორმების გათვალისწინებით.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად, მილიონობით ქალსა და გოგოს შეზღუდული აქვს წვდომა მენსტრუალური ჰიგიენის უზრუნველსაყოფად საჭირო ელემენტარულ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვნად უშლის ხელს სამუშაოსა თუ სასწავლებელში სიარულსა და სრულფასოვან საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აღრმავებს სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას, უქმნის მათ ფიზიკურ დისკომფორტს და მენტალური თუ რეპროდუქციული ჯანმრთელობის რისკებს. ეს კი, თავის მხრივ, გენდერული უთანასწორობის, დისკრიმინაციისა და სტიგმის წინაპირობაა.

მენსტრუალური ჯანმრთელობის დაცვა გულისხმობს უნივერსალურ მიდგომას, რაც მოიცავს მოსახლეობის ინფორმირებას, გამართულ ინფრასტრუქტურას, ჰიგიენური ნივთების საჭირო მარაგებზე ხელმისაწვდომობასა და სტიგმის დაძლევის მიმართულებით საერთო ძალისხმევას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მენსტრუალური ჰიგიენის დღე.

დღეს, კიდევ ერთხელ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მენსტრუაცია ნორმაა და, რომ ამაზე ხმამაღლა საუბარი მნიშვნელოვანი შვებაა უამრავი ქალისა და გოგოსთვის მსოფლიოს ყველა კუთხეში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის