ემანუელ მაკრონი - ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებისადმი ერთგულება, თუ რუსეთი დაადასტურებს, რომ მშვიდობისთვის მზად არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, თუ ის დაადასტურებს, რომ მშვიდობისთვის მზად არ არის, - მედიის ინფორმაციით, მაკრონმა ამის შესახებ სინგაპურში განაცხადა, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შესახებ კითხვაზე კომენტირებისას მაკრონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა დაადასტუროს მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისადმი ერთგულება, თუ რუსეთი დაადასტურებს, რომ მშვიდობისთვის მზად არ არის. საფრანგეთის ლიდერის თქმით, ეს ამერიკელებისთვის ნდობის ტესტი იქნება.

„48 საათის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მოუთმენლობა გამოხატა. ახლა საკითხავი ის არის, ვქნათ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ, ევროპელები, მზად ვართ“, - აღნიშნა მაკრონმა.

ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების პოზიციაზე საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი თანმიმდევრული და სანდოები არიან.

„ჩვენ არ შევცვლილვართ, კვლავ გვჯერა საერთაშორისო წესრიგის, თანამშრომლობის, ღია ვაჭრობისა და წესების პატივისცემის“, - აღნიშნა მაკრონმა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს