პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მოადგილეებთან ერთად წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვეს.

პროკურატურის ცნობით, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა კოლეგებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ერთგულებისათვის.

„თითოეული თქვენგანი ხართ ჩვენი ქვეყნის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საყრდენი, თქვენს ერთგულებასა და თავდადებაზე დგას დღეს ჩვენი საზოგადოების სიმშვიდე და უსაფრთხოება. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიონალიზმი, სიმტკიცე და პრინციპულობა უზრუნველყოფს, რომ „სამართალი“ იყოს არა ლიტონი სიტყვა, არამედ უმაღლესი ღირებულება, რომელიც იცავს თითოეული მოქალაქის უფლებებს,“-განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა პროკურატურის 118 თანამშრომელს, სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭა15-თანამშრომელს. ასევე პროკურატურის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა 3 თანამშრომელს და დაჯილდოვდნენ შესაბამისი სამკერდე ნიშნით: რევაზ ბაღაშვილი - საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ზაზა მეტონიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, იამზე ვაშალომიძე - ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი.

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღე საქართველოში 1999 წლის 30 მაისიდან აღინიშნება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება