კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ახალი ფურცლიდან დაწყება - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს ყველაფერი ცხადია, უნდა იყოს ორმხრივი

ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი ცხადია, უნდა იყოს ორმხრივი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საქართველოში სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ახალი ფურცლიდან დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი ცხადია, უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენ ვხედავდით ბოლო წლების განმავლობაში „დიფ სთეითი“ რა განცხადებას აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით. ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა მეგობრობისთვის, იმისთვის, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, გადაიტვირთოს ის ურთიერთობა, რაც იყო და ის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მთავარ პრიორიტეტად რუსეთ - უკრაინის ომის დამთავრება და „დიფ სთეითის“ დამარცხება დაისახა. პროცესი მიდის, დაველოდოთ თუ როგორ დასრულდება მისი ბრძოლა ყველა მიმართულებით.

კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მზადაა, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ეს იყოს ნამდვილი პარტნიორული, ნამდვილი მეგობრული. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ამერიკისთვისაც, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს. ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი