ჯეფრი საქსი - მშვიდობა, თანამშრომლობა და პრაგმატიზმი ყველასთვის მომგებიანი შესაძლებლობაა, მათ შორის საქართველოსთვის

საქართველოს სჭირდება გონიერი სახელმწიფოებრივი მართვა, მკაფიო იდეა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მომავალში გლობალურად არსებული მრავალგვარი გამოწვევები. მთავარი არის მშვიდობა, თანამშრომლობა და პრაგმატიზმი, ყველასთვის მომგებიანი შესაძლებლობების მოძიება, არა სასწაულების რწმენა, არამედ რეალისტური მიდგომების, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მიმართვაში კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა მსოფლიოში ძველი წესრიგის მნიშვნელოვან რღვევას გაუსვა ხაზი. მისი შეფასებით, ახალი დღის წესრიგის ერთ-ერთი მიზეზი გეოპოლიტიკური ცვლილებებია. ამასთან, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტექნოლოგიური, ეკოლოგიური და დემოგრაფიული სიახლეები. ჯეფრი საქსმა საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც პარალელურად ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის.

„საქართველოსთანა პატარა ქვეყნისთვის მისი სამეზობლო არეალი საკმაოდ რთულ მოცემულობას მქნის, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკური შესაძლებლობების შემქმნელია. ცნობილი ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნები, რომლებმაც ევროპა და აზია შეიძლება სამხრეთ კავკასიის გავლით ერთმანეთს დააკავშიროს, სწორედ საქართველოზე გადის და ეს შესაძლებლობა ქვეყანამ გონივრულად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ჯეფრი საქსმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება