ნათია თურნავა - შეიძლება მცირე რყევები იყოს, როგორც გასულ წელს, ფსიქოლოგიური ფაქტორებით და ბაზრის აღქმებით განპირობებული, მაგრამ მთლიანობაში, ეკონომიკური გარემო არის მყარი, კეთილსაიმედო და ლარიც მეტ-ნაკლებად მყარია

შეიძლება მცირე რყევები იყოს, როგორც გასულ წელს იყო ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით და ბაზრის აღქმებით განპირობებული, მაგრამ მთლიანობაში, ეკონომიკური გარემო არის მყარი, კეთილსაიმედო და აქედან გამომდინარე, ლარიც მეტ-ნაკლებად მყარია,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი მიჰყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს და ამას ვერც გავაკეთებთ, ისევე როგორც ვერც ერთი მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ის, რაც დღეს ამყარებს ლარს, არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი საგარეო ანგარიშის გაუმჯობესებული დეფიციტი, საკმაოდ კარგი, ეფექტური მონეტარული პოლიტიკა და მთლიანობაში ეკონომიკური პოლიტიკა.

ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ნდობა ფინანსური ბაზრის მიმართ, ლარის მიმართ გამყარდა, სულ უფრო მეტად იზრდება ლარში გამოხატული დანაზოგები და აქედან გამომდინარე, ეს აისახება ლარზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ტიპის ეკონომიკა ვართ და ყველაფერი, რაც საგარეო ბაზრებზე ხდება სხვა ვალუტებთან მიმართებით, ესეც აისახება ლარის კურსზე, თუმცა უფრო მეტად ჩვენი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები... დღეს, ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო. შეიძლება მცირე რყევები იყოს, რომელიც როგორც გასულ წელს იყო ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით და ბაზრის აღქმებით განპირობებული, მაგრამ მთლიანობაში, ეკონომიკური გარემო არის მყარი, კეთილსაიმედო და აქედან გამომდინარე, ლარიც მეტ-ნაკლებად მყარია და ეს ასეც გაგრძელდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მან ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ძალიან ბევრ ქვეყანას ენატრება მსგავსი ძლიერი ზრდა, 7.5% არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდაა“.

„ჩვენ განებივრებულები ვართ თითქმის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდით და ამიტომ, შესაძლოა 7.5 ვიღაცას უფრო დაბალი მოეჩვენოს. მერწმუნეთ, ძალიან ბევრ ქვეყანას ენატრება მსგავსი ძლიერი ზრდა. 7.5% არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა. ეკონომიკურ ზრდა ძალიან ძლიერია. ხდება ეკონომიკური ზრდის ნორმალიზება, შესაბამისად, დაკრედიტების ნორმალიზებაც. როდესაც ეკონომიკურ ზრდა მაღალია, დაკრედიტების ზრდის ტემპიც არ შეიძლება მუდმივად იზრდებოდეს, ეს არ იქნება ჯანსაღი“,-აღნიშნა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება