„ვიცი მასწავლებელი, რომელიც...“ - „საქართველოს ბანკის“ ახალი ინიციატივა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფარგლებში

მასწავლებლების დაფასებისთვის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო კონკურსს ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებიც განათლების სფეროში პოზიტიურ ცვლილებას ქმნიან.

იმ მასწავლებლების დასაფასებლად, რომლებმაც ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს, გარდამტეხი როლი შეასრულეს მათ განვითარებასა და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში, „საქართველოს ბანკმა“ ისთ ფოინთში სპეციალური დაფა განათავსა. აქ ნებისმიერ მსურველს მიეცა შესაძლებლობა, დაფაზე ცარცით დაეტოვებინა წარწერა, ისე როგორც სკოლაში და გაეხსენებინა საინტერესო, ემოციური, სახალისო და დასამახსოვრებელი ისტორიები მასწავლებლებზე, რომლებიც დღემდე სასიამოვნო, დაუვიწყარ მოგონებად აქვთ შემონახული.

დაფა 29 მაისს განთავსდა. თუმცა, მათ, ვინც საკუთარი მოგონების დაფაზე დატოვება ვერ შეძლო, აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ისტორია ციფრულ სივრცეში გააცოცხლოს. თუ გსურთ, გააზიაროთ თქვენთვის გამორჩეულ მასწავლებელთან დაკავშირებული მოგონებები, ეწვიეთ ვებგვერდს: mastsavlebeli.bog.ge

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება