პროკურორი - 29 დღე ნიკანორ მელიასგან ვისმენდით, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, დღეს, მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში პოზიციას შეიცვლიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა - ეს უბრალოდ სასაცილო იყო

დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა - ბუნებრივია, ეს მისი [ნიკა მელიას] მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო.

„ჩვენ 29 დღის განმავლობაში ნიკანორ მელიასგან პოზიციას ვისმენდით, რომ იგი გირაოს ოდენობის გადახდას არ აპირებდა, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა. ბუნებრივია, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო. საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო, ვინაიდან მან სასამართლოს განჩინება უგულებელყო, არ უზრუნველყო და არ შეასრულა მოსამართლის განჩინება.

ვინ? რატომ დააკავა? - ალბათ, ამაზე შესაბამისი ორგანო განცხადებას გააკეთებს და ალბათ, შესაბამისი რეაგირებისთვის მიმართავენ, თუ მსგავს გარემოებებს ადგილი ჰქონდა, რასაც თავად ნიკანორ მელია აცხადებდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურას უნდა მიმართონ და ეს საკითხი უნდა შეისწავლონ.

რაც შეეხება თანხის გადახდას, ამას ვარაუდზე არ ვსაუბრობთ. 29 დღის განმავლობაში იგი უარს აცხადებდა, რომ სასამართლოს განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას გადაიხდიდა. მე დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარესაც შევახსენე საპროცესო კანონმდებლობა - ისევე, როგორც თავად ბრალდებულს, ასევე მესამე პირს შეეძლო მის სასარგებლოდ გირაოს ოდენობა გადაეხადა და უზრუნველყო, თუნდაც უძრავი ქონებით. ბოლო სამი საათის [ხსენება], ეს უბრალოდ სასაცილო იყო”, - განაცხადა პროკურორმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო