გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ფულბრაიტის ამერიკელ სპეციალისტს  მასპინძლობს

2025 წლის 28 მაისს ამერიკის საელჩომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ოფიციალურად წარადგინა ფულბრაიტის პროგრამის სპეციალისტი, კეიშა მებრი ჰეიმორი, რომელიც ორ კვირას ითანამშრომლებს ბიზნესის სკოლასთან. ამერიკელ სტუმარს ახლდა საელჩოს განათლების მიმართულების სპეციალისტი, სოფი ბზიშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამა, რომელიც აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებით ხორციელდება, უზრუნველყოფს ამერიკელი მეცნიერებისა და პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა უნივერსიტეტსა და დაწესებულებაში მსოფლიოს მასშტაბით. 2025 წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პრესტიჟული პროგრამის ერთ-ერთ მასპინძლად იქნა მიჩნეული.

„ვიზიტის ფარგლებში GRUNI-ში ყურადღება დაეთმობა აქსელერატორის სასწავლო პროგრამის დიზაინს, მენტორობის ჩარჩოს შექმნას და სტრატეგიულ რეკომენდაციებსა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის სკოლის ინიციატივების განვითარებას.

პროგრამის პირველ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; რექტორის მოადგილე, ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია; რექტორის მრჩეველი, ანა აბესაძე. შეხვედრაზე განიხილეს მოწვეული სპეციალისტის პროგრამის აქტივობები და მათი შესაბამისობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პრიორიტეტებთან. რექტორმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მხარდაჭერისათვის.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის მეორე სტუმარს, მაკკინლის კლასიკური ლიდერობის აკადემიის დირექტორის - ლარონ ჰეიმორს, რომელიც ივნისის დასაწყისში საქართველოს სკოლის დირექტორებისთვის ჩაატარებს ტრენინგს – „ეფექტური სკოლის ლიდერობის სტრატეგიები”.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება