ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი - ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება

ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებით, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას უკავშირდება , - ამის შესახებ რუმინელი ევროპარლამენტარი და პარტია “ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის” (ALDE) ვიცე-პრეზიდენტი, დენ ბარნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, გმობენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

„ეს ოპოზიციური ხმების დაშინების ნიმუშია. ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დემოკრატიიდან ჩამოშორებას და მზარდ რუსულ გავლენას“, - წერს ევროპარლამენტარი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს