დავით ფაცაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები და მათი მხარდაჭერის მიზნით უკვე არსებული თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია დევნილთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში და მათი მაქსიმალური ჩართვა რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და სამოქალაქო ცხოვრებაში.

„მადლობას ვუხდი ბატონ სულხან თამაზაშვილს მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ბევრი კარგი, საჭირო პროექტის განხორციელებას მოვახერხებთ, ჩვენი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის გაძლიერებისა და განვითარებისათვის“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს