მზია ამაღლობელის ადვოკატი - ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა - დღევანდელ პროცესზე მოწმემ ისაუბრა ბუნებრივ რეფლექსებზე, რაც ირაკლი დგებუაძეს არ  ჰქონია

ჩვენ ისედაც ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა, სხვათა შორის, წინა პროცესზე ეს დაადასტურა ბრალდების ექსპერტმაც. დღევანდელ პროცესზე სხვა კუთხით ისაუბრა ჩვენმა ექსპერტმა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სუბიექტურია, მას აქვს ობიექტური გამოვლინებების ნიშნები, მოწმემ ისაუბრა ბუნებრივ რეფლექსებზე, რაც ამ შემთხვევაში ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონია, - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათია ანდღულაძე გამოჰკითხა.

მწარიაშვილის თქმით, ანდღულაძემ დგებუაძის მდგომარეობა იმ ვიდეოებით შეაფასა, რომელიც სილის გაწვნის დროს და სილის გაწვნიდან 2 წუთის შემდეგ არის გადაღებული.

“დღევანდელ პროცესზე დავიწყეთ დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა და იმ მოწმეების დაკითხვა, რომელიც სასამართლომ დაგვიტოვა. მოგეხსენებათ, რომ სასამართლომ ჩვენი მოწმეების უმრავლესობა ამორიცხა.

დღეს დავკითხეთ 20-წლიანი საექიმო პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოწმე სპეციალისტის სახით, რომელთან ერთადაც დავათვალიერეთ ვიდეოები, რომლებიც ეხება სილის გაწვნის ეპიზოდს, ასევე, სილის გაწვნის ეპიზოდიდან 2 წუთის შემდეგ გადაღებული ვიდეოები, სადაც ბატონი დგებუაძის სახე კარგად ჩანს ახლო მანძილიდან.

მოწმემ სასამართლოს ძალიან კარგად აუხსნა, რომ ტკივილს უნდა ჰქონდეს ობიექტური გამოვლინებები, რათა დავინახოთ, რომ შესაძლებელია, მართლა ტკივილთან გვქონდეს საქმე. ასევე, ძალიან კარგად ახსნა მიმიკების, ჟესტიკულაციის, ადამიანის მოტორიკისა და ბუნებრივი რეფლექსების შესახებ, როგორ რეაგირებს ადამიანი ნებისმიერ ტკივილზე. მან ახსნა, რომ ამ კადრებში ბატონ დგებუაძეს არ აღენიშნება რაიმე ობიექტური ნიშანი, რაც დამკვირვებელს დაარწმუნებდა, რომ მან მართლაც განიცადა ტკივილი.

ჩვენ ისედაც ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ტკივილზე საუბარი სიმულაციაა, სხვათა შორის, წინა პროცესზე ეს დაადასტურა ბრალდების ექსპერტმაც. დღევანდელ პროცესზე სხვა კუთხით ისაუბრა ჩვენმა ექსპერტმა. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სუბიექტურია, მას აქვს ობიექტური გამოვლინებების ნიშნები, მოწმემ ისაუბრა ბუნებრივ რეფლექსებზე, რაც ამ შემთხვევაში ირაკლი დგებუაძეს არ ჰქონია”, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო