პროკურორ თორნიკე გოგეშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ მოწვეულ მოწმეზე, ფიზიოლოგიური ტკივილის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თათია ანდღულაძეს, ტრენინგიც კი არ აქვს გავლილი ტკივილის მართვასა და აღქმასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მისი ჩვენება არ არის გასაზიარებელი.
ამასთან, პროკურორის განმარტებით, ანდღულაძემ პირველად ჩაატარა მსგავსი ტიპის შეფასება - ვიდეოჩანაწერის საფუძველზე დაასკვნა, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი. გოგეშვილის თქმით, ანდღულაძეს შესაბამისი ტრენინგიც კი არ აქვს გავლილი და ამიტომ მისი შეფასება არ შეიძლება ჩაითვალოს სანდო მტკიცებულებად.
როგორც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ბრალდების მხარის დასმულ შეკითხვებზე და მოწმის მიერ გაცემული პასუხების შინაარსიდან გამომდინარე, დადასტურდა, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენების გაზიარების რამე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
„დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მოწმეები. ერთ-ერთი მოწმე, რომელიც დაიკითხა იყო სტომატოლოგი, აღნიშნული პირის ჩვენებით დაცვის მხარე ცდილობს დაადასტუროს ის გარემოება, თითქოსდა ფიზიკური დარტყმის მიყენების მომენტში დაზარალებულს არ განუცდია ფიზიკური ტკივილი. თუმცა დღევანდელ სხდომაზე გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პირი რაიმე სახის ცოდნას ამ მიმართულებით არ ფლობს. ტრენინგიც კი არ აქვს გავლილი ტკივილის მართვასა და აღქმასთან დაკავშირებით, შესაბამისად მისი ჩვენება არ არის გასაზიარებელი.
ის არის სტომატოლოგი, პირის ღრუში ახორციელებს გარკვეულ სამედიცინო მანიპულაციებს, ამ ვითარებაში მას შეუძლია კარგად აღიქვას კონკრეტულმა პირმა განიცადა თუ არა ტკივილი. როდესაც პაციენტი მოდის იმის ჩივილით, რომ მას რაღაც სტკივა, შეუძლია შეაფასოს რამდენად სიმართლეს ამბობს პაციენტი. მოცემულ სიტუაციაში თათია ანდღულაძემ ცხოვრებაში პირველად ჩაატარა მსგავსი კვლევა: წარუდგინეს ვიდეო ჩანაწერი, რისი დაკვირვების შედეგად შეძლო ეთქვა განიცადა თუ არა ადამიანმა ტკივილი. მან სასამართლოში განმარტა, რომ მსგავსი კვლევა თავისი ცხოვრების განმავლობაში არასდროს ჩაუტარებია.
ასევე ბრალდების მხარემ დაკითხა სამედიცინო ექსპერტი, რომელსაც ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებაზე, რომ ფიზიკური ტკივილის შეგრძნების საკითხი ვერ გახდება სასამართლო-სამედიცინო კვლევის ობიექტი. რადგან ეს გარემოება არ არის გადამოწმებადი. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის დასმულ შეკითხვებზე და მოწმის მიერ გაცემული პასუხების შინაარსიდან გამომდინარე, დადასტურდა, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენების გაზიარების რამე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა პროკურორმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"