სტუდენტებმა თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე, 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, სოლიდარობა გამოუცხადეს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსთან სტუდენტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის დაკავებით ხელისუფლება აქტივისტების დაშინებას ცდილობს.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

ინფორმაციისთვის, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები ლიკა ლორთქიფანიძე, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი".

მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება