ჯო უილსონი - ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები

ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები. ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

აღნიშნული განცხადებით უილსონი სირიის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერული კვლევის მინისტრ, მარვან ალ-ჰალაბისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ელჩს”, მოჰამედ ჯალილოვიჩ ალის შორის რამდენი კვირის წინ გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

“მანამ, სანამ ომის დამნაშავე პუტინი ალეპოს გაანადგურებდა, ის უკანონოდ შეიჭრა და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, რითაც ქვეყანა გაყო და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცრუ “მთავრობები” შექმნა, რომლებიც აღიარა მხოლოდ პუტინმა, სასტიკმა ასადმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ.

ჭკვიანური იქნება, რომ სირიამ ასადის გადაწყვეტილება შეაბრუნოს და შეწყვიტოს აფხაზეთის ცრუ “ელჩთან” შეხვედრები”, - წერს უილსონი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს