ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 2 ივნისს გაფიცვას აცხადებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ორშაბათს, 12:00 საათიდან, ლექტორები და სტუდენტები გაიფიცებიან.

სტუდენტები მოუწოდებენ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს, სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ მათ პროტესტს.

სტუდენტების აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით აქტივისტებიც შეუერთდნენ.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ინფორმაციისთვის, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები ლიკა ლორთქიფანიძე, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი".

მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება