მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივნის თანამდებობაზე საამიროების წარმომადგენელი შაიჰა ალ ნოვაისია ნომინირებული - დამტკიცების შემთხვევაში ის თანამდებობას 2026 წლიდან დაიკავებს და ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე პირველი ქალის, შაიჰა ალ ნოვაისის კანდიდატურაა ნომინირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ავრცელებს.

პროტოკოლის მიხედვით, საბჭომ შაიჰა ალ ნოვაისი აირჩია როგორც შემდეგი გენერალური მდივანი, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, თანამდებობას 2026 წლის იანვრიდან დაიკავებს.

მის კანდიდატურას გაეროს ტურიზმის გენერალური ასამბლეის წინაშე უკვე დამტკიცებისთვის წარადგენენ.

აღინიშნება, რომ ორგანიზაციის 50-წლიან ისტორიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ალ ნოვაისი შეიძლება პირველი ქალი გენერალური მდივანი გახდეს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას ზურაბ პოლოლიკაშვილი ორი ვადით იკავებდა. პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს, მას თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია 14 მაისს გავრცელდა. მთავრობის ადმინისტრაციაში განმატეს, რომ თავდაპირველად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება