ვახტანგ ძაბირაძე - პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ განცხადებებზე ხელისუფლება უკვე არ რეაგირებს - “ქართული ოცნება” მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს იმის შესასრულებლად, რა გზავნილებიც გამოუგზავნა ტრამპმა, როგორც მოსკოვი, შეეცდება დრო გაწელოს

ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ ერთი რამ, რომ განცხადებებზე ხელისუფლება უკვე არ რეაგირებს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ძაბირაძის თქმით, არც შეზღუდული სანქციებია საკმარისი, ამიტომ, საჭიროა, ეფექტური მექანიზმები მოიძებნოს “ქართულ ოცნებაზე” ზეწოლისთვის.

“რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, ამას რეაქცია არ მოჰყვება, ამიტომ, საჭიროა, რეალური მექანიზმები მოიძებნოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. მარტო სანქციები, თანაც შეზღუდული, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი. მე მაინც მგონია, რომ “ქართული ოცნება” ძალიან მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს იმის შესასრულებლად, რა გზავნილებიც გამოუგზავნა ტრამპმა. ის, ისევე, როგორც მოსკოვი, შეეცდება დრო გაწელოს. მალე საზაფხულო არდადეგები იწყება და ამ პროცესებს ნელ-ნელა გადაიტანს შემოდგომამდე, მითუმეტეს, როდესაც ჩვენი პარტნიორები უფრო კატეგორიულები და უფრო მობილიზებულები არიან, თუნდაც განცხადებების მხრივ, ვიდრე თავად ჩვენი საზოგადოება”, - აღნიშნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ასევე გამოეხმაურა ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრობიდან წასვლის ფაქტსაც და გამოთქვა ვარაუდი, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ რეზერვს ქმნის.

“გომელაურის წასვლა პოლიტიკური რეზერვია - ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხალხი გაიყვანა ამ თამაშიდან, თუმცა, საკმაოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა ივანიშვილისთვისაც. თუ ვერტიკალს მართლაც ირაკლი კობახიძე აკონტროლებს მთლიანად, კაცმა არ იცის, როგორ შეძლებს ამის განვითარებას. თუ ეს ივანიშვილის მიერ გარკვეული რეზერვია, ეს საკმაოდ ცუდი ვარიანტია იმიტომ, რომ მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რეპრესიები და ძალადობა გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. ეს რეზერვი მას სჭირდება იმისთვის, რომ რაღაც მომენტში ითქვას, რომ ისევ გომელაური ჯობდა ყოფილიყო”, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა