რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 109 დრონი, S-300 ტიპის 2 საზენიტო მართვადი რაკეტა და Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში 39 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 30 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული Kh-59/69 ტიპის 3 საჰაერო მართვადი რაკეტა გაანეიტრალეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების სამიზნე ხარკოვის, სუმისა და დონეცკის ოლქები იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს