ირაკლი კობახიძე - ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად - არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და კანონი აღსრულდა მის მიმართ

ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები - კანონს ვინც დაარღვევს ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე, მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და აღსრულდა კანონი მის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა, შესაბამისი წესით დაისჯება.

„ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი სჭირს, ნამდვილად. არ ვიცი, რაზე აქვს პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომლითაც მან შეიძლება ისაუბროს. ის ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული, არავის ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდება. კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე. მან პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე და აღსრულდა კანონი მის მიმართ. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ კანონის უპატივცემულობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესით დაისჯება. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოქმედებდეს და მოქმედებს სამართლის უზენაესობის პრინციპი, ამას ყველა უნდა შეეგუოს. სახელმწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვაში, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას“, -განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს