თეა წულუკიანი - დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი შვილების დევნა და თავდასხმა - გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და სასჯელი - გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი თურმე ქალია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, უმრავლესობის წევრზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, მარიამ ლაშხზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „დროა, დასრულდეს დეპუტატის და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა“.

„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.

დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!“, - წერს თეა წულუკიანი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება