1-ელ ივნისთან დაკავშირებით, დედაქალაქში საბავშვო-გასართობი ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება: ღია ბიბლიოთეკა, კინო კუთხე - ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება, სპორტული აქტივობები, ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ამერიკული კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე, სახეზე მოხატვა, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, ფოტო ბასი, მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად დაესწრება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო კონცერტი - 20:00 საათზე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება