ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ „ინტერის” კარში გოლი გაიტანა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი" და იტალიური „ინტერი" უპირისპირდებიან, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა.

კერძოდ, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი „ინტერის" კარში შეხვედრის მეორე ნახევარში, 73-ე წუთზე გაიტანა.

ამ დროისთვის ანგარიში 4-0-ია, „პარი სენ-ჟერმენის” სასარგებლოდ.

მანამდე, შეხვედრის პირველი ნახევარი „პსჟ”-ს უპირატესობით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

კერძოდ, მატჩის მე-13 წუთზე პირველი გოლით ანგარიში „პსჟ”-ის ფეხბურთელმა, აშრაფ ჰაკიმმა გახსნა. მეორე გოლით გუნდს უპირატესობა დეზირე დუემ 21-ე წუთზე მოუტანა.

რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, 64-ე წუთზე მეტოქის კარში გოლი კვლავ დეზირე დუემ გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ფრანგული „პსჟ“ და იტალიური „ინტერი“ ხვდებიან.

მატჩი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ მიმდინარეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება