რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები სააგენტოს მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა“, - აღნიშნა პეტრენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში, ბრიანსკსა და კურსკში, ღამით ორი ხიდი ჩამოინგრა. ბრიანსკში ხიდის ჩამონგრევის გამო სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი და დაშავდა 66. მოსკოვის რკინიგზამ Telegram-ზე განაცხადა, რომ ხიდი „უკანონო ჩარევის“ შედეგად ჩამოინგრა. მოგვიანებით, რუსეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ ღამით, კურსკის ოლქში ხიდის ჩანგრევის გამო, დიზელის ლოკომოტივი და სატვირთო მატარებლის სამი სატვირთო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად, ლოკომოტივის მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო, სხვა არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რამე კავშირი აღნიშნულ ორ ინციდენტს შორის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს