რუსეთმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი დაიჭრა

რუსულმა ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ქვედანაყოფზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა და ოფიციალური გამოძიება დაინიშნა. ოპერატიული „აღმოსავლეთის“ სარდლობა ასევე სრულ დახმარებას უწევს სამართალდამცავ ორგანოებს.

„თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები მკაცრად აგებენ პასუხს“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება