მამუკა ხაზარაძე - არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს, არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში - ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა

არცერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არცერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში-ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნეს წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოიყვანეს და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გახსნეს.

„არც ერთი ბავშვი არ უნდა შიმშილობდეს! არც ერთი ბავშვი არ უნდა იღუპებოდეს არსებობისთვის ბრძოლაში! არ მინდა დღეს მძიმე სტატისტიკაზე გესაუბროთ, ისედაც ყველასთვის ცნობილია…

ბავშვთა დაცვის დღეა დღეს და ყველა პატარას მინდა ვუსურვო ბედნიერი ბავშვობა, მდიდარი ქვეყანა მათზე მზრუნველი ხელისუფლებით, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობით!

ამ მიზნით, ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შევქმენით წალენჯიხაში, როცა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ჩამოვიყვანეთ და წალენჯიხაში „იუვენტუსის აკადემია“ გავხსენით.

წალენჯიხელ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებს „იუვენტუსის აკადემია“ ორი წელია ავარჯიშებს და უკვე მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულშია, რაც ძალიან მეამაყება.

ფიზიკური მომზადების გარდა, ბავშვთა კვება, სწავლა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ეს „იუვენტუსის“ საერთაშორისო სტანდარტია, რა გარემოშიც ეს ბავშვები ცხოვრობენ და ვითარდებიან!

მალე თბილისშიც გავხსნით, მაგრამ მანამდე დიდი ბრძოლა გვაქვს მოსაგები ამ ქვეყნის და ჩვენი ბავშვების გადასარჩენად!

ეს დღე მალე დადგება“,- წერს ხაზარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი