ანონსი 2 ივნისი

2 ივნისს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 1

საკ: ანუკა გაბელია 551 633 644

2 ივნისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ავტოსაგზაო შემთხვევების წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა: ავარიების, დაშავებულობის, ქვეითების გარდაცვალების გაზრდილი მაჩვენებლები. საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ავტოკატასტროფის შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 ივნისს, 13:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დეა მეტრეველის და ქეთი თურაზაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „საქართველოში სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება! კლებულობს ახალი ქართული ოჯახების რიცხვი! მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას! სრულდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკა - საქართველო ქართველების გარეშე!“

მის: „თბილისი ცენტრალი“ #2

2 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომათა დარბაზში პარლამენტის კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის N37

2 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

2 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 ივნისს, 16:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები და ლექტორები შეიკრიბებიან, რომლებიც დაკავებულ სტუდენტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და შემდგომ გაიმართება მხარდამჭერი მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტამდე, სადაც სტუდენტებისა და პროფესორების 24-საათიანი გაფიცვაა დაანონსებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება