კოლორადოში, ისრაელელი მძევლების მხარდამჭერ აქციაზე მამაკაცი მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებით“ დაესხა თავს, დაშავებულია 6 ადამიანი

აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მამაკაცმა მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა.

ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, 45 წლის მუჰამედ საბრი სოლიმანმა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისას შესძახა : „თავისუფალი პალესტინა“.

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა მომხდარი „მიზანმიმართულ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა, კოლორადოს გენერალურმა პროკურორმა, ფილ ვაიზერმა კი განაცხადა, რომ თავდასხმა, როგორც ჩანს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება