Ipsos - პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკი ლიდერობს

Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, კვირას პოლონეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორი კანდიდატი, კაროლ ნავროცკი 51%-ით ლიდერობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამავე ეგზიტპოლის თანახმად, ნავროცკის მეტოქემ, ვარშავის ლიბერალმა მერმა, რაფალ ტრჟასკოვსკიმ ამომრჩევლების ხმების 49% მიიღო.

განსხვავებულია ხმის მიცემის დასრულებისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მონაცემები, რომლის თანახმად, ნავროცკიმ ხმების 49.7%-ი მოიპოვა, ტრჟასკოვსკიმ კი - 50.3%.

არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა