ვოლოდიმირ ზელენსკი - მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას

ვულოცავ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას - მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი, რომელიც ინარჩუნებს ეროვნული სულისკვეთების სიმტკიცეს და სამართლიანობის რწმენას, იყო და რჩება რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების საყრდენად და ყველა ერის თავისუფლებისა და ღირსების დამცველ ძლიერ ხმად.

„ჩვენს კონტინენტზე ერთმანეთის გაძლიერებით, ევროპას უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ გლობალურ კონკურენციაში და რეალური და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უფრო ვაახლოვებთ. მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს