კახა კალაძე - ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე - მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება

ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე - მისი საქციელი და ქმედებები არაადეკვატურია, ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და მის სასამართლო პროცესზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოსამართლისთვის წყლის შესხმა და მსგავსი ქმედებები, „კატეგორიულად მიუღებელია“.

ნიკა მელია დაჭერილი კაცია და არ მინდა, რაღაც ისე გამომივიდეს დაკავებულ ადამიანზე. მისი საქციელი და ქმედებები, რა თქმა უნდა, არაადეკვატურია. ის იმ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენელია, რომელიც გარედან იმართება. როდესაც გიბარებენ პარლამენტში და არ ცხადდები, რა თქმა უნდა, ის რეაგირება მოჰყვება, რაც კანონითაა გაწერილი. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, ყველა შემთხვევაში იქნება ის რეაგირება, რაც არის გათვალისწინებული.

მსგავსი ქმედებები [მოსამართლისთვის წყლის შესხმა] კატეგორიულად მიუღებელია. არაერთი ფაქტი გვინახავს, მაგალითად, დეპუტატზე ხელის დარტყმა, დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ამას კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვება ხოლმე. ახალისებენ ამ ყველაფერს. ამ კონკრეტულ ტელევიზიებს აღარ ჩამოვთვლი. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ტიპის ქმედებები - ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, დამოკიდებულებებისა, ვფიქრობ, ყველა უნდა გავერთიანდეთ. მძიმე შედეგებს მივიღებთ, რადგან ძალადობას ყოველთვის მოჰყვება ძალადობა“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რით აიხსნება პოლიციელთა დიდი რაოდენობა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებისას, კალაძემ აღნიშნა, რომ მათი მობილიზება „ძალადობისა და დაუმორჩილებლობის გამო“ მოხდა.

„იმ ძალადობისა და დაუმორჩილებლობის გამო მოუწიათ დაეძახებინათ პოლიციელებისთვის. რა განცხადებაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეს არის მოცემულობა და ვიცით, რომ იქ იყო წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა და ამის გამო დააკავეს ნიკა მელია.

მე ნამდვილად ვერ ჩავერევი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში ან კონკრეტული ოპერაციის დაგეგმვაში, რამდენი პოლიციელია საჭირო და რამდენი ეკიპაჟი უნდა იყოს ასეთი პრობლემების დროს. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც უნდა ჩავერიო. ჩემზე უკეთესად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ. პოლიციაში გვყავს პროფესიონალი კადრები და ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა იმოქმედონ და რა საჭიროებია აუცილებელი მსგავსი ტიპის პრობლემების დროს“, - აღნიშნა კალაძემ.

კალაძის თქმითვე, „პოლიტიკოსის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას არ აქვს უფლება თუნდაც, დაგიძახოს და კითხვები დაგისვას“.

„ამ ყველაფრის მფარველი და ფარი პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება. პირიქით, ჩვენ პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ხალხის წინაშე. როდესაც ისეთ ნაბიჯს დგამ, რომ იცი, კანონით დასჯადია, მაშინ იმ აზრს შეგუებული უნდა იყო, რომ სახელმწიფოს ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“,- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას