საფრანგეთში პსჟ-ს გამარჯვების აღნიშვნის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და 500-ზე მეტი პოლიციამ დააკავა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “პარიზ სენ-ჟერმენის” (პსჟ) გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნის დროს საფრანგეთში პოლიციამ 500-ზე მეტი ადამიანი დააკავა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქსა და მის ფარგლებს გარეთ ხმაურიანი ზეიმი მას შემდეგ დაიწყო, რაც “პარიზ სენ-ჟერმენმა” (პსჟ ) იტალიელი მეტოქე „ინტერი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.

არეულობის დროს ორი ადამიანი დაიღუპა და 192 დაშავდა.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ პარიზში 20 წლის ახალგაზრდა ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, ქალაქ დაქსში კი 17 წლის ახალგაზრდა დანით მიყენებულ ჭრილობებს ემსხვერპლა.

„გამოძიება დაადგენს, შეიძლება თუ არა პარიზში მომხდარი ზეიმს უკავშირდებოდეს. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს ზეიმს უკავშირდება“, - აცხადებენ პოლიციაში.

შანზ-ელიზეს გამზირზე საზეიმო ღონისძიების მონაწილეებმა ავტობუსების გაჩერებები დაამსხვრიეს და სპეცრაზმს პიროტექნიკა ესროლეს. სპეცრაზმმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

არეულობის შედეგად ასობით ხანძრის კერა გაჩნდა, დაიწვა 200-ზე მეტი ავტომობილი, დაშავდა უსაფრთხოების ძალების 22 წევრი და 7 მეხანძრე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება