მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა - იანვარ-მარტში ავარიის შედეგად 112 ადამიანი დაიღუპა, 1 763 კი დაშავდა

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 112 და დაზიანდა 1 763 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა და საგზაო შემთხვევათა რიცხვი 20%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნულის შესახებ ეკა ლალიაშვილმა „კვირის პრესკლუბში“ განაცხადა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა წარმოადგინა.

„პირველ-სამ თვეში დაიღუპა 112, დაზიანდა 1763 პირი, 1660 საგზაო შემთხვევა მოხდა. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს გვაჩვენებს, რომ 20%-ით არის გაზრდილი დაღუპულთა რიცხვი და საგზაო შემთხვევები, 18%-ით აზრის გაზრდილი დაზიანებულთა ოდენობა. ვფიქრობ, რომ აღნიშნული სტატისტიკა საყურადღებოა, რადგანაც 20%-იანი ზრდა უკვე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და სახელმწიფო დონეზე რაღაც აუცილებლად გასაკეთებელია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ფეხით მოსიარულე 50 პირი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაღუპულთა შორის ყოველი მეორე იყო ფეხით მოსიარულე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ ქვეითების უსაფრთხოების კუთხით პროაქტიული ქმედებები დაიწყოს.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს და დარღვევებს, ფეხით მოსიარულეთა მიმართულებით წამყვანი იყო დარღვევების ოდენობა. ასევე, წამყვან ფაქტორად რჩება სიჩქარის გადაჭარბება, რომელიც მაღალ მსხვერპლს იწვევს საგზაო შემთხვევების დროს, ასევე მანევრირების დროს საპირისპირო ზოლში გადასვლა და მოძრაობის გაგრძელება. ეს წამყვანი ფაქტორები გამოწვევად კვლავ რჩება. ჩვენთვის ეს ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება