ომბუდსმენი - ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო - თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია

ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო - თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოში ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, ის დააკვირდება, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული კანონი საქართველოში შეზღუდვებს.

„როდესაც გამჭვირვალობის კანონი დაინიცირდა, ჩემი პოზიცია იყო, რომ გამჭვირვალობა იყო ლეგიტიმური მიზანი და შესაბამისად, ჩვენ სამომავლოდ დავაკვირდებოდით, მოქმედებაში რამდენად შეზღუდავდა ამ კანონმდებლობის არსებობა კონკრეტული ადამიანების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს.

ჩემი აზრით, ის მოლოდინები, რაც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით თავის დროზე არსებობდა, გადაჭარბებული იყო. ამ კანონთან დაკავშირებითაც, თვითონ კანონმდებლობა არის ამერიკული და შესაბამისად, მის არადემოკრატიულობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც ეს კანონმდებლობა იმოქმედებს, საქართველოს ვგულისხმობ, ჩვენ დავაკვირდებით, ამ კანონმდებლობის მოქმედება ხომ არ გამოიწვევს შეზღუდვებს ან ადამიანის უფლებების კუთხით პრობლემებს იმ სუბიექტების მიმართ, ვისაც ეს კანონმდებლობა მიემართება. ასეთს თუ ექნება ადგილი, რა თქმა უნდა, მე, როგორც სახალხო დამცველი, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება