მარო მაყაშვილის დღიურზე ფასდაკლება „ბიბლუსის“ ქსელში კიდევ ერთი კვირით გრძელდება

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­მოს­ცა მარო მაყაშვი­ლის დღი­უ­რე­ბი, რო­მე­ლიც 26 მა­ი­სი­დან სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. შეთავაზება მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

ფასდაკლებით წიგნის შეძენა 10 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო დღიურის ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემის ფასი 35 ლარია.

წიგნ­ში შე­სუ­ლია მა­როს ჩა­ნა­ხა­ტე­ბი და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც, რომ­ლებ­საც ის თავის ჩა­ნა­წე­რებ­ში ახ­სე­ნებს. ეს გა­მო­ცე­მა კი­დევ ერთხელ გა­ა­ცო­ცხლებს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოდ იქცა; გო­გოს, რო­მელ­მაც გარ­დამ­ტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყ­ვე, სა­დაც იღ­ვრე­ბა სის­ხლი და ცრემ­ლი თანამემამულეთაო. მარო მა­ყაშ­ვი­ლი ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა, ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლი და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. 1921 წლის 19 თე­ბერ­ვალს, ის მო­წყა­ლე­ბის და იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დაჟინე­ბუ­ლი სურ­ვი­ლით იდგა თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც ზარ­ბაზ­ნე­ბი ხმა­უ­რობ­დნენ. კი­დევ უფრო ადრე, 1918 წელს იყო მო­ზარ­დი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზა­ნი, ოც­ნე­ბა და გულისტკი­ვი­ლი ჰქონ­და. სწო­რედ ამ დროს ის წერ­და დღი­ურს, რომ­ლის ფურ­ცლებ­ზე არაერთი აუხდე­ნე­ლი ნატ­ვრა დარ­ჩა. მარო ჰყვე­ბო­და თა­ვის ემო­ცი­ებ­ზე, სწავ­ლა­ზე, წიგ­ნებ­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე. ფიქ­რობ­და პო­ლი­ტი­კა­ზე და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, გვი­ზი­ა­რებ­და წუ­ხილს სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­ზე.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო