ლევან იოსელიანი მარიამ ლაშხთან დაკავშირებულ ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებზე - პატიმრობა მართლაც უკიდურესი ფორმაა, ასევე, არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს შვილების თანდასწრებით ისეთ ქცევას, რაც ვიხილეთ

პატიმრობა მართლაც უკიდურესი ფორმაა. მანამდე ბევრი სხვა შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება ადამიანის მიმართ იყოს გამოყენებული. ამავე დროს, არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს შვილებისა და არასრულწლოვანების თანდასწრებით ისეთ ქცევას, როგორიც ვიხილეთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ორი აქტივისტისთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, „გაავლონ ნათელი ხაზი პოლიტიკურ აქტივობასა თუ საქმიანობასა და იმ სივრცეს შორის, სადაც ესა თუ ის საჯარო პირი ოჯახის წევრებთან იმყოფება“.

„პატიმრობა, მართლაც უკიდურესი ფორმაა. პატიმრობამდე ბევრი სხვა შესაძლებლობაა, რომელიც შეიძლება ადამიანის მიმართ იყოს გამოყენებული. ამიტომ, ამ მიმართებით მე ჰუმანური მიდგომის მომხრე ვარ. ამავე დროს, არ შეიძლება რაიმე გამართლება ჰქონდეს შვილებისა და არასრულწლოვანების თანდასწრებით ისეთ ქცევას და ისეთი ტიპის მოქმედებას, როგორიც ჩვენ ვიხილეთ. არ აქვს მნიშვნელობა, დეპუტატის შვილები არიან თუ რიგითი ადამიანების. ნამდვილად, არცერთ არასრულწლოვანს, არც ერთ ბავშვს არ დაუმსახურებია ასეთ სტრესულ გარემოში ყოფნა იმიტომ, რომ ვიღაცას მისი დედა ან მამა არ მოსწონს. ეს უნდა გავყოთ. ყველას მოვუწოდებ, რომ ნათელი ხაზი გაავლონ პოლიტიკურ აქტივობასა თუ საქმიანობასა და იმ სივრცეს შორის, სადაც ესა თუ ის საჯარო პირი ოჯახის წევრებთან იმყოფება. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებსა და არასრულწლოვანებს ეხება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, მოსამართლემ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ორ აქტივისტის - თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები ლიკა ლორთქიფანიძე, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო