„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ განმარტავს, რატომ გადავადდა 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე

„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ დიდ ქალაქებს შორის და 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვის ნახევარი წლით გადავადების მიზეზებს განმარტავს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის.

„დიდ ქალაქებს შორის და 150 კილომეტრზე მეტ მანძილზე მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსების სავალდებულო გამოყენების პირობად 2026 წლის 1-ელი იანვარი განისაზღვრა.

2026 წლის 1-ელი იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის, შესაბამისი კლასისა და დასაჯდომი ადგილების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სექტორში არსებული პროცესების დეტალურ ანალიზს დაეფუძნა და მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის.

აღსანიშნავია, რომ წარმატებით მიმდინარეობს საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებში, ის პირები რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ ქვეყნის შიდა რეგულარულ და საერთაშორისო მგზავრთა გადაყვანას, 2024 წლიდან ეტაპობრივად ნებართვა მიეცათ. 2025 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ნებართვის მფლობელთა რიცხვმა 2400 გადამზიდველს გადააჭარბა, ნებართვის მიღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში მზარდია.

„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“, საავტომობილო სამგზავრო მიმართულებით რეფორმის კვალდაკვალ, აგრძელებს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ პირებთან თანამშრომლობას, რაც პირველ რიგში მიზნად ისახავს გადამზიდველებისა და ავტოსადგურების ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო