არჩილ გორდულაძე ე.წ. FARA-ზე - ყველას მოვუწოდებთ, კეთილი ინებონ, კანონი წაიკითხონ და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს - წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია

ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ე.წ FARA-ს კანონის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, „გარედან დაფინანსებული ადამიანები, რომელთა უკანაც პირდაპირ „დიფ სთეითის“ საცეცები ჩანს, არაერთ ტყუილს ავრცელებენ“.

„მათ შორის, ახლაც ისევ და ისევ დავალებით აკრიტიკებენ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. ამ კანონთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს მათზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს. განვმარტოთ რეალურად საქართველოში მოქმედი ამერიკული FARA რას ეხება: აშშ-ში ეს კანონი მიღებულია 1938 წელს - ეს კანონი დღემდე მოქმედია, იცავს ამერიკელების უსაფრთხოებას და მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ იცოდნენ, ვინ აფინანსებს მათ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობას, რომელიც პირდაპირ არის კანონით განსაზღვრული. ისინი იცავენ თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტს და იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ათეული წელია აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ქვეყანა, შიდა უსაფრთხოება და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას, ზუსტად ანალოგიურად აქვს ქართველებს და სახელმწიფოს, სუვერენიტეტის დასაცავად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის - გარედან დაფინანსებული არაერთი რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობისგან და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა, არსებობდეს საკანონმდებლო ცვლილებები. ზუსტად ანალოგიურად ვრცელდება საქართველოში მოქმედი ამერიკული კანონი, როგორც ეს ამერიკაში მოქმედებს. მაგალითად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე აშშ-ში FARA არ ვრცელდება და საქართველოშიც ანალოგიურად არ გავრცელდება. ასევე, კანონით მთელი რიგი გამონაკლისებია განსაზღვრული და ყველას მოვუწოდებთ, რომ კეთილი ინებონ და წაიკითხონ…

ყველას მოვუწოდებთ, რომ წაიკითხონ კანონი და დაემორჩილონ საქართველოში მოქმედ ამერიკულ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც აშშ-შია და მის ანალოგ, იდენტურ ქართულ კანონში შავით თეთრზეა გათვალისწინებული“, - განაცხადა გორდულაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო