სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო

თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და სხვები.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, როგორიც მოლაპარაკებების წინა რაუნდში იყო. დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან : საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, იგორ კოსტიუკოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ალექსანდრ ფომინი.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის დელეგაციის წევრები: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსანდრ ბევზი უკრაინის ევროპელი პარტნიორების - გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს - წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის წინ პოზიციები შეათანხმეს. ამასთან, უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ უკრაინის ერთგულება დაადასტურეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს