თბილისის ასი სკოლის 2500-ზე მეტი მოსწავლე საგანმანათლებლო კამპანიაში „წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“ ჩაერთვება

„ჯივიპის“ ინფორმაციით, კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“-ს ახალი, საგანმანათლებლო ეტაპი დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას წყლის სრული ციკლის, წყლის, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსისა და მისი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.

კამპანია მოიცავს ინოვაციურ საგანმანათლებლო აქტივობებს, მათ შორის, ინტერაქტიული სემინარების ჩატარებას თბილისის ასი სკოლის 2500 -ზე მეტი მოსწავლისთვის.

კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში თბილისის სკოლების მოსწავლეებმა უკვე მოინახულეს „ჯივიპის“ სათავე ნაგებობა, საფილტრე სადგური და ლაბორატორია – ადგილზე გაეცნენ წყლის გადამუშავების პროცესებს და აღმოაჩინეს, თუ რამდენად რთულ გზას გადის წყალი ჩვენს ონკანებამდე მოსასვლელად.

მიმდინარე ეტაპზე აქტიურად ტარდება სემინარები სკოლებში. მოსწავლეები წყლის სრული ციკლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ - ეცნობიან ვიდეო პრეზენტაციასა და ბეჭდურ მასალებს, თამაშობენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ სამაგიდე თამაშს, რომელიც სახალისო გზით ამყარებს მიღებულ ცოდნას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კამპანია ,,ყოველი წვეთი ძვირფასია” 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება. სასკოლო ღონისძიებების პარალელურად კამპანიის ფარგლებში იგეგმება არაერთი საინტერესო პროექტი, რომელიც საზოგადოების ფართო სეგმენტის ჩართვას ითვალისწინებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუღრმავდეს ცოდნა იმის შესახებ, თუ რა გზას გადის წყალი მყინვარიდან ონკანებამდე და რა მასშტაბის ინფრასტრუქტურისა და შრომის ფასად გარდაიქმნება ბუნებიდან მოპოვებული ნედლი წყალი მაღალი ხარისხის სასმელ წყლად.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება