სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში - საქართველო კვლავაც ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევისაკენ

სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საქართველო კვლავაც ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევისაკენ , - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი განიხილებოდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დროს.

„საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, გახდეს დამატებითი ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც მხარეებს შეუძლიათ, განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. სწორედ ამის დასტური იყო 2025 წლის 17 აპრილს ქ.თბილისში გამართული სამმხრივი (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. შეხვედრა ემსახურებოდა იმ პოტენციური სფეროების გამოვლენას, სადაც შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განხორციელდება. შეჯერდა რამდენიმე მიმართულება, სამომავლო ერთობლივი საქმიანობისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთსა და აზერბაიჯანთან პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს არსებული რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.

საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსივობით, როგორც საქართველოს მხრიდან სომხეთის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, ისე მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში.

2025 წლის 11-12 აპრილს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო „ანტალიის დიპლომატიის მე-4 ფორუმში“. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, 2025 წლის 16 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2025 წლის 30 იანვარს − სომხეთის რესპუბლიკაში და 2025 წლის 26 თებერვალს − თურქეთის რესპუბლიკაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ამ პერიოდში ასევე განიხილებოდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დროს.

საანგარიშო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატს. ამასთან, რეგულარულად იმართება სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების, ასევე თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში არიან. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო 2025 წლის 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით გამართული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების სხდომები, რომელიც ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგულარული დიალოგის კიდევ ერთ მექანიზმს წარმოადგენს”, - ნათქვამია მოხსენებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება