პრემიერ-მინისტრის ანგარიში - ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყოველწლიური მოხსენების თანახმად, აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები.

კობახიძე პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში წერს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერასა და გამოხმაურებას რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

“ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორიცაა:

  • გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია;
  • გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“;
  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება;
  • ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“;
  • ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 30-ე და 31-ე კონსოლიდირებული ანგარიშები „კონფლიქტი საქართველოში“;
  • ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებები;
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის დეკლარაცია;
  • ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია;
  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის მე-16 წლისთავს საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა, რაც აისახა არაერთ განცხადებასა თუ კომენტარში“, - ვკითხულობთ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია აქტიურად და კონსტრუქციულად იყო ჩართული მოლაპარაკებების ფორმატებში − ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი: 61-ე რაუნდი − 2024 წლის 25-26 ივნისი, 62-ე რაუნდი − 2024 წლის 5-6 ნოემბერი და 63-ე რაუნდი − 2025 წლის 4-5 მარტი.

“მოლაპარაკებების ფარგლებში, განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა აქტიური მუშაობა და კონსულტაციები თანათავმჯდომარეებსა და აშშ-სთან, როგორც მონაწილე ქვეყანასთან.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 5 შეხვედრა (2024 წლის 23 ივლისი, 12 სექტემბერი, 19 ნოემბერი, 2025 წლის 14 თებერვალი, 3 აპრილი), სადაც განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რაც მწვავედ დგას ადგილზე.

ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის ფორმატში“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, გრძელდებოდა პარტნიორებთან მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებისა და მანდატის სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად.

“2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე. ამავდროულად, გრძელდებოდა საქმიანობა ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების დაშვებისთვის.

ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით.

მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში, გრძელდებოდა აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რეალობისა და მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სხვადასხვა, დეპოლიტიზირებული, სტატუს-ნეიტრალური მექანიზმის განხორციელების გზით, რაც შესაბამის შედეგებში აისახება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მოხსენებაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას