კირ სტარმერი - საომარი მზადყოფნის მდგომარეობაში გადასვლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ცენტრალური მიზანია - დიდი ბრიტანეთი ინოვაციებს ომის დროინდელი ტემპით განახორციელებს

„თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ არის გეგმა, რომელიც ბრიტანეთს უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს, ბრძოლისთვის მზად გახდის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გლაზგოში, დიდი ბრიტანეთის „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის შესახებ განაცხადა.

„სამეფოს დასაცავად საზოგადოების ყველა ნაწილს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს თავისი როლი აქვს შესასრულებელი, რადგან უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი შეიცვალა. დიდი ბრიტანეთის წინაშე არსებული საფრთხე სერიოზული და არაპროგნოზირებადია. „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ არის გეგმა, რომელიც ბრიტანეთს უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს გახდის, ბრძოლისთვის მზად გახდის, ძლიერი ალიანსებითა და მოწინავე შესაძლებლობებით“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტის შესახებ, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, დეტალურად არ ისაუბრა, თუმცა სამი მიზანი დაასახელა, რომლითაც დიდი ბრიტანეთის არმია „2035 წლისთვის 10-ჯერ უფრო ლეტალური უნდა გახდეს“.

„საომარი მზადყოფნის მდგომარეობაში გადასვლა ჩვენი შეიარაღებული ძალების ცენტრალური მიზანია, ეს აგრესორების შეკავების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ნატო-ს გააძლიერებს. დიდი ბრიტანეთი ინოვაციებს ომის დროინდელი ტემპით განახორციელებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, კირ სტარმერის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა საჰაერო და თავდაცვის სისტემებში ინვესტიციებს ჩადებს, ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე 15 მილიარდ გირვანქა სტერლინგს დახარჯავს და ექვს სამხედრო საწარმოსა და 12 ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააშენებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება